უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, კირილ ტიმოშენკომ თანამდებობა დატოვა. შესაბამისი ინფორმაცია მან ტელეგრამა-არხზე დაადასტურა.

„მადლობა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ნდობისთვის და ყოველდღე და ყოველ წუთს კეთილი საქმეების კეთების შესაძლებლობისთვის. მადლობა საოლქო სამხედრო ადმინისტრაციების თითოეულ ხელმძღვანელს. ჩვენ შევძელით ქვეყანაში საერთო გუნდის აშენება. თქვენ ნამდვილად მაგრები ხართ. თქვენ სინათლის ნამდვილი მეომრები ხართ!“ – წერს ტიმოშენკო.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ  თანანდებობიდან გადადგომის შესახებ კირილ ტიმოშენკოს განცხადება დააკმაყოფილა.

„წარდგენილი განცხადების შესაბამისად, კირილო ტიმოშენკო გათავისუფლდეს უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილის თანამდებობიდან“, – აღნიშნულია პრეზიდენტის განკარგულებაში.

 

მსგავსი თემები