,,სტალინმა და პუტინმა, არსებითი ფაქტორი არ გაითვალისწინეს: თავისუფალ ქვეყანაში ადამიანებს ნება და რწმენა აქვთ”- ნიინისტე

ფინეთის პრეზიდენტ საული ნიინისტეს განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იმავე შეცდომას უშვებს, რაც სტალინმა დაუშვა.

ნიინისტე მიიჩნევს, რომ რუსეთმა და საბჭოთა კავშირმაც უხეში შეცდომა დაუშვეს, როდესაც ჩათვალეს, რომ სწრაფად დააჩოქებდნენ უკრაინასა და ფინეთს.

„ავტორიტარული ქვეყნების ლიდერებმა, სტალინმა და პუტინმა ვერ გაითვალისწინეს არსებითი ფაქტორი, რომ თავისუფალ ქვეყანაში ხალხს გააჩნია ნება და რწმენა, რომ ერი, რომელიც შეთანხმებულად მოქმედებს – ეს უდიდესი ძალაა“- განაცხადა ნიინისტემ.

მისივე თქმით, კიდევ ერთი დაშვებული შეცდომა მცდარი გათვლა იყო, როდესაც რუსეთმა ჩათვალა, რომ ევროპისა და დასავლეთის სიმპათიები უკრაინის მიმართ შესუსტდებოდა.

მსგავსი თემები