,,20 მილიონი მისთვის ძალიან ბევრია“- „რუბინმა“ „იუვენტუსს“ დასცინა

იტალიის სერია A-ს მე-18 ტურში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „იუვენტუსს“ უმასპინძლა და ანგარიშით, 5:1 დაამარცხა.

კვარაცხელიამ მატჩში 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, კვარაცხელიას ყოფილმა გუნდმა, ყაზანის „რუბინმა“ სოციალურ ქსელ „ტიკ-ტოკში“ ხვიჩას ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ის „იუვენტუსის“ მაისურით გვევლინება და ამას „იუვეს“ კარში გატანილი გოლის ვიდეოც ერთვება. ასევე გვხვდება წარწერა – „იუვე 2021 წელს: 20 მილიონი მისთვის ძალიან ბევრია“.

 

მსგავსი თემები