26 წლის ირანელ ფეხბურთელს საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის 26 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

26 წლის ირანელ ფეხბურთელ, ამირ რეზა ნასრ აზადანის ირანის სასამართლომ საპროტესტო აქციებში მონაწილეობისთვის 26 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

უცხოური მედიის ინფორმაციით, გამოძიება აზადანს საპროტესტო აქციებში მონაწილეობის დროს სამი პოლიციელის მკვლელობას, საზოგადოებრივი უსაფრთხოების დარღვევასა და არალეგალურ ჯგუფებში გაწევრიანებას ედავება. საერთო ჯამში, ფეხბურთელს 26-წლიანი პატიმრობა შეეფარდა, თუმცა იმის გამო, რომ აზადანის სასჯელის ერთდროულად მოხდა მოუწევს, პატიმრობის პერიოდი 16-წლამდე შემცირდება.

ცნობისთვის, ირანში საპროტესტო აქციები 2022 წლის სექტემბრიდან მიმდინარეობს. მიზეზი კი პოლიციელების მხრიდან ირანელი გოგონა, მაჰსა ამინის მკვლელობა გახდა. გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა გოგონა ჰიჯაბის ტარების წესის დარღვევის გამო ჩაქოლეს

მსგავსი თემები