პერუში უსაფრთხოების ძალებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებას, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა

პერუს სამხრეთ ნაწილში, ქალაქ ხულიაკაში უსაფრთხოების ძალებსა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებას, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა.

რეგიონის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, გარდაცვლილთა შორის ორი მოზარდია. დაშავებული და ჰოსპიტალიზებულია, სულ მცირე, 38 პირი.

ანტისამთავრობო აქციის მონაწილეები ვადამდელ არჩევნებსა და დაპატიმრებული ყოფილი პრეზიდენტის, პედრო კასტილიოს გათავისუფლებას ითხოვენ. მოთხოვნებს შორისაა ასევე ახალი პრეზიდენტის, დინა ბოლუარტეს გადადგომა და საკონსტიტუციო ცვლილებები.

ანტისამთავრობო გამოსვლები პერუში დეკემბრის დასაწყისში დაიწყო. დემონსტრაციების დროს უსაფრთხოების ძალებთან შეტაკებებში დაღუპულთა საერთო რაოდენობა 34-ს შეადგენს.

 

მსგავსი თემები