,,თქვენი ფული არაა ქველმოქმედება, ესაა ინვესტიცია გლობალურ უსაფრთხოებასა და დემოკრატიაში”- ზელენსკი

,,თქვენი ფული არ არის ქველმოქმედება. ეს არის ინვესტიცია გლობალურ უსაფრთხოებასა და დემოკრატიაში, რომელსაც ჩვენ პასუხისმგებლობით ვატარებთ,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კონგრესში  სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ზელენსკიმ ამერიკელ კანონმდებლებს უკრაინის დროშა გადასცა, რომელიც უკრაინელი სამხედროების მიერ არის ხელმოწერილი. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დროშა მას ბახმურტში ჯარისკაცებმა გადასცეს.

„გუშინ ბახმუტში როდესაც ვიყავი, ჩვენმა გმირებმა გადმომცეს დროშა. მათი დროშა, ვინც იცავს უკრაინას, ევროპასა და მსოფლიოს საკუთარი სიცოცხლის ხარჯზე. მთხოვეს, ეს დროშა მომეტანა თქვენთვის, კონგრესმენებისთვის, რომელთა გადაწყვეტილებებსაც შეუძლია მილიონობით ადამიანის გადარჩენა. დაე, მოხდეს ამ გადაწყვეტილებების მიღება. დაე, ეს დროშა დარჩეს თქვენთან. ქალბატონებო და ბატონებო, ეს დროშა არის ამ ომში ჩვენი გამარჯვების სიმბოლო. ვდგავართ, ვიბრძვით და გავიმარჯვებთ, რადგან ჩვენ ვართ ერთიანი – უკრაინა, ამერიკა და მთელი თავისუფალი მსოფლიო“ – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები