,,რუსების ტყვეობაში ოლქის 232 მცხოვრები რჩება”- ზაპოროჟიეს გუბერნატორი

ზაპოროჟიეს რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრე სტარუხის ინფორმაციით,  რუს ოკუპანტებს მძევლად ჰყავთ რეგიონის 230-ზე მეტი მცხოვრები.

“ომის 9 თვის განმავლობაში დაფიქსირდა ადამიანის უფლებების დარღვევისა და ძალადობის არაერთი ფაქტი. 573 ჩვენმა თანამემამულემ გაიარა რუსეთის ტყვეობა, 232 კვლავ მძევლად რჩება”, – წერს სტარუხი ტელეგრამზე.

ცნობისთვის, 6 დეკემბერს უკრაინამ ტყვეობიდან 60 ჯარისკაცი დააბრუნა, მათ შორის მარიუპოლის დამცველები.

მსგავსი თემები