ტრავმის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ პირველი მატჩი ჩაატარა

საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმის შემდეგ პირველი მატჩი ჩაატარა.  „ნაპოლი“ თურქულ შეკრებაზე  „ანტალიასპორს“ შეხვდა და 3:2 დაამარცხა.

კვარაცხელია პირველივე წუთებიდან მოედანზე იყო. პირველი გოლი სწორედ კვარაცხელიას შეტევას მოჰყვა.

„ნაპოლი“ თურქულ შეკრებას 18 დეკემბერს დაასრულებს და კიდევ ერთ საკონტროლო მატჩს გამართავს – ამჯერად გუნდი „კრისტალ პალასს“ დაუპირისპირდება.

მსგავსი თემები