პუტინი რუსეთს ხანგრძლივი, იმპერიალისტური ომისთვის ამზადებს – ომის შემსწავლელი ინსტიტუტი

,,პუტინი ამზადებს შიდა რუსულ აუდიტორიას უკრაინაში ხანგრძლივი, დამღლელი ომისთვის, რომელიც საჭიროა ახალი უკრაინის ტერიტორიების დასაპყრობად”,- ამის შესახებ ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის ბოლო ანგარიშშია ნათქვამი.

ექსპერტები რუსეთის  პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ბოლო გამოსვლას აანალიზებენ, რომლის თქმითაც,  „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ არის „ხანგრძლივი პროცესი“ და უნდა მოჰყვეს ახალი ტერიტორიების “შეძენა”.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ რუსეთის იმპერიული ისტორიის ხსენება ღიად მიუთითებს პუტინის ამჟამინდელ მიზნებზე უკრაინაში, როგორც აშკარად იმპერიალისტურს.

„პუტინმა პარალელები გაავლო საკუთარ თავსა და რუსეთის მეფე პეტრე I-ს შორის და აღნიშნა, რომ ახლა რუსეთი აკონტროლებს აზოვის ზღვას, რომლისთვისაც პეტრე დიდიც იბრძოდა“, – აღნიშნავენ ექსპერტები.

 

 

მსგავსი თემები