,,იმის გაცნობიერებით, თუ რა ფასს ვიხდით თავისუფლებისთვის, მუშტს ვკრავ, რათა მქონდეს ძალა, დავამარცხო აგრესორი”- ვალერი ზალუჟნი

,,ამ დღეს პირველ რიგში დაღუპულ ჯარისკაცებზე და მათ ოჯახებზე ვფიქრობთ. ეს ფიქრები გვაიძულებს გავიხედოთ იმ გზაზე, რომელიც უკრაინის არმიამ რუსეთთან ომის თითქმის 9 წლის განმავლობაში გაიარა”-ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა.

მთავარსარდალი უკრაინელ ჯარისკაცებს შეიარაღებული ძალების დღეს სპეციალური ვიდეომიმართვით ულოცავს.

,,ეს არის მეომრების გზა, იმ ადამიანების გზა, რომლებსაც აქვთ გამბედაობა და ღირსება, აირჩიონ თავისუფლება. იგი სავსეა სისხლით, სავსეა ტანჯვითა და ტკივილით, მაგრამ სწორედ ის მიგვიყვანს გამარჯვებამდე, არ დატოვებს შიშისა და სასოწარკვეთის ადგილს. ყოველდღე, იმის გაცნობიერებით, თუ რა ფასს ვიხდით თავისუფლებისთვის, მუშტს ვკრავ, რათა მქონდეს ძალა, დავამარცხო აგრესორი და მოვუსპო სურვილი, ოდესმე, მომავალში ხელყოს ჩვენი თავისუფლება” – აღნიშნავს ვალერი ზალუჟნი.

მსგავსი თემები