,,ჩვენ ვამაყობთ, აღფრთოვანებული ვართ, მადლობა თითოეულს! დიდი პატივისცემით, უკრაინის პრეზიდენტი”- ზელენსკი სამხედროებს

დღეს უკრაინაში შეიარაღებულ ძალებს პროფესიული დღე აღინიშნება. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელ სამხედროებს შეიარაღებული ძალების დღე მიულოცა.

,,ჩვენი შეიარაღებული ძალები იცავს ჩვენს სამშობლოს და ეს იძლევა ძლიერ მოტივაციას. ისინი იბრძვიან თავისუფლებისთვის და ეს ყოველთვის ზრდის ნებისმიერ ძალას. ისინი იცავენ სიმართლეს და, შესაბამისად, უკრაინის მომავალს. ჩვენ ვამაყობთ, აღფრთოვანებული ვართ, მადლობა თითოეულს!

დიდი პატივისცემით, უკრაინის პრეზიდენტი.
დიდება შეიარაღებულ ძალებს! დიდება უკრაინას!” – წერს ზელენსკი.

 

მსგავსი თემები