ბრუკლინში ქართველებს შორის სისხლიანი დაპირისპირება მოხდა, რასაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 2 კი დაიჭრა.
დაპირისპირების სავარაუდო მიზეზად თანხა სახელდება.
არსებული ინფორმაციით, ბანკიდან გამოსულ 2 ქართველ მამაკაცს საქართველოს სამი მოქალაქე აედევნა და ფულის წართმევა სცადა. თავდამსხმელებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლეს, რასაც ერთი ადამიანი ემსხვერპლა.