დიდმა ბრიტანეთმა 22 რუს ჩინოვნიკს სანქციები დაუწესა

დიდმა ბრიტანეთმა 22 რუს ჩინოვნიკს ნაწილობრივი მობილიზაციის მხარდაჭერისთვის სანქციები დაუწესა.

სანქცირებულ პირებს შორის არიან : რუსეთის ვიცე-პრემიერი და მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრი დენის მანტუროვი, სასჯელაღსრულების სამსახურის დირექტორი არკადი გოსტევი და ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, ელა პამფილოვა.

„რუსეთის რეჟიმის გადაწყვეტილება რუსეთის მოქალაქეების ნაწილობრივი მობილიზების შესახებ იყო მცდელობა, გაენადგურებინათ მამაცი უკრაინელები, რომლებიც იცავენ თავიანთ ტერიტორიას, მაგრამ ამაოდ. დღეს ჩვენ სანქციები დავუწესეთ იმ პირები, რომლებმაც აღასრულეს ეს გაწვევა, გაგზავნეს რუსეთის ათასობით მოქალაქე პუტინის უკანონო და ამაზრზენ ომში საბრძოლველად. გაერთიანებული სამეფო გააგრძელებს სანქციების და სამხედრო დახმარების გამოყენებას, იმისთვის, რომ მხარი დაუჭიროს უკრაინას დამოუკიდებლობის დაცვაში“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთისსაგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმზ კლევერლიმ.

 

მსგავსი თემები