,,დასავლეთი უკრაინას რუსეთს წინააღმდეგ ომისკენ უბიძგებს”- სერგეი ლავროვი

„დასავლეთი უკრაინას იმ ომის გაგრძელებისკენ უბიძგებს, რომელსაც დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ აწარმოებს“, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

მისი თქმით, არ უნდა იქნეს დაშვებული ნებისმიერი სახის სამხედრო შეტაკება ბირთვულ სახელმწიფოებს შორის.

,,ჩვენი პოზიცია კიდევ უფრო მოწინავეა და გულისხმობს რომ ბირთვული ომი, მის გაუჩაღებლობასთან ერთად, არ უნდა იქნეს დაშვებული ნებისმიერი სახის სამხედრო შეტაკება ბირთვულ სახელმწიფოებს შორის, ჩვეულებრივი სახის იარაღის გამოყენებითაც კი. ესკალაციამ შესაძლოა უკონტროლო ხასიათი მიიღოს. ის, რომ ჩვენი დასავლელი კოლეგები ამ ფორმულის თავის არიდებას ცდილობენ, ბევრზე მეტყველებს. ისინი უბიძგებენ უკრაინას იმ ომის გაგრძელებისკენ, რომელსაც დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ აწარმოებს“, – განაცხადა ლავროვმა.

მსგავსი თემები