,,დესტაბილიზაცია და რევოლუცია არ გამოუვიდათ, ახლა მუშაობაში რომ ჩაერთონ, ეს იქნება არაადეკვატური”- გია ვოლსკი ოპოზიციაზე

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლები ყველანაირი თანამშრომლობის ფორმატზე უარს ამბობენ, რადგან თანამშრომლობა და კანონპროექტების შემუშავება მათ ინტერესებში არ შედის.

ვოლსკის თქმით, ოპოზიციის ქმედებები, განპირობებულია რევოლუციისა და დესტრუქციული გეგმის განხორციელების მცდელობების ,,ჩავარდნით”.

„რადიკალური ოპოზიცია ყველანაირი თანამშრომლობის ფორმატზე უარს ამბობს, რაშიც გარკვეული აზრი დევს – თუ მათი პოზიციიდან შევხედავთ, თანამშრომლობა და კანონპროექტების შემუშავება მათ ინტერესებში არ შედის, რადგან ჩაფლავებული რევოლუციის მცდელობები ვერ აისახება იმ ნაბიჯებში, რომ ისინი მუშაობაში ჩაერთონ. დესტაბილიზაცია და რევოლუცია არ გამოუვიდათ. ახლა მუშაობაში რომ ჩაერთონ, ეს იქნება არაადეკვატური იმ ხასიათისთვის, რაც „ნაცმოძრაობას“, როგორც პოლიტიკურ ერთეულს, არ გააჩნია. მათი ქმედებებიც სწორედ აქედან გამომდინარეობს. არსებობს 12-პუნქტიანი გეგმა, სადაც მთავარია დეპოლარიზაცია და დეპოლარიზაციას თავიანთი განმარტება მოუგონეს, რაც საოცარია. თურმე, დეპოლარიზაციას ის განაპირობებს, რომ ტექნიკური მთავრობა შეიქმნას, ხელისუფლება სახლში წავიდეს არჩევნების გარეშე და ტექნიკურ მთავრობას მიეცეს მართვის საშუალება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

მსგავსი თემები