,,წლების წინ გონჩარენკო გეორგიევსკის ლენტით დარბოდა, დღეს საქართველოს ომში ჩართვას ითხოვდა”- მამუკა მდინარაძე

,,გონჩარენკო გეორგიევსკის ლენტით დარბოდა რამდენიმე წლის წინ, დღეს საქართველოს ომში ჩართვას ითხოვდა და აორგანიზებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ კონფერენციას ევროპარლამენტში. ყოფილა კავშირი? – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ,,გონჩარენკო ითხოვდა, დაგვეწყო ომი, პირდაპირ შევვარდნილიყავით აფხაზეთში და დაგვეხოცა ქართველებს და აფხაზებს ერთმანეთი“.

„შეგიძლიათ წაიკითხონ, ვინ არიან ორგანიზატორები, ფოტიგა, გონჩარენკო. გონჩარენკო გახსოვთ რას ითხოვდა? სოხუმში შეისეირნეთო. „აბა ომი გინდათ“ – ოპოზიციის ცინიკური ნარატივი რატომ არ გავიდა იცით, იმიტომ, რომ მათი მეგობარი გონჩარენკო ითხოვდა, რომ ჩვენ დაგვეწყო ომი, პირდაპირ შევვარდნილიყავით აფხაზეთში და დაგვეხოცა ქართველებს და აფხაზებს ერთმანეთი. ამას ითხოვდა და ეს ადამიანი არის ორგანიზატორი იმ კონფერენციის, რომელსაც მეკითხებით. ამიტომ არის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ეს დაორგანიზებული. პირდაპირი კორელაციაა. ადამიანი ითხოვდა ომს, ითხოვდა? გონჩარენკოზე მაინც ხომ მიდასტურებთ, რომ გეორგიევსკის ლენტით დარბოდა რამდენიმე წლის წინ, დღეს საქართველოს ომში ჩართვას რომ ითხოვდა გონჩარენკოზე მაინც ხომ მიდასტურებთ? და დღეს გონჩარენკო აორგანიზებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ კონფერენციას ევროპარლამენტში. ყოფილა კავშირი? აბა ომი გინდათო, დამცინავი და ირონიული ტონით რომ მეკითხებით ხოლმე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი თემები