“გონება დაკარგა, წნევა ჰქონდა 200” – მიხეილ სააკაშვილს ციხეში აბრუნებდნენ

პ​ატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ინფორმაციით, სააკაშილი ცუდად გახდა და გონება დაკარგა. აღნიშნულის მიზეზი კი ის გახდა, რომ ის ძალადობით და მისი ნების საწინააღმდეგოდ ისევ ციხეში გადაჰყავდათ.

„გონება დაკარგა, წნევა ჰქონდა 200. მერე არ ვიცი როგორ მოხდა მისი მოსულიერება. არ მომწონს, რომ არ უშვებენ მედიკოსებს. როგორც ჩანს, არ არის შესაბამის ფორმაში, არ უნდათ ალბათ, ასეთ მდგომარეობაში ნახონ.

მისი მდგომარეობა დამძიმდა მას შემდეგ, რაც გაიგო, თურმე საბუთები მოუმზადებიათ და უპირებდნენ ისევ ციხეში გადაყვანას, რომელ ციხეში გადაყვანას, მე უკვე არ ვიცი“ – აცხადებს გიული ალასანია.

 

მსგავსი თემები