თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, ომის დროს ხერსონში ჩარჩენილი „თურქი მესხები“ რუსეთისა და საქართველოს გავლით თურქეთში ჩაიყვანეს.
მისი თქმით, უკრაინიდან 88 „თურქი მესხის“ გამოყვანა თურქეთის საგარეო უწყების ინიციატივით განხორციელდა.
„ჩვენი 88 თურქი მესხი ძმა, რომლებიც უკრაინის ქალაქ ხერსონში იყვნენ ჩარჩენილი, ჩვენი ინიციატივით ჩამოიყვანეს ჩვენს ქვეყანაში რუსეთისა და საქართველოს გავლით. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სამშობლოში! სადაც არ უნდა იყვნენ, ჩვენ მუდამ ჩვენს თურქ მესხ ძმებთან ვართ და მათ გვერდით ვიქნებით!“ – აცხადებს მევლუთ ჩავუშოღლუ.