,,ყველაფერს გადავლახავთ, გავუძლებთ, გადავრჩებით, გავიმარჯვებთ”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,უკრაინელებს არ სჩვევიათ დანებება – ყველაფერს გადავლახავთ, გავუძლებთ, გადავრჩებით, გავიმარჯვებთ,”- ამ სიტყვებით უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინელებს ღირსებისა და თავისუფლების დღე ულოცავს.

მისი თქმით, ღირსებისა და თავისუფლების დღეს უკრაინელები „დამოუკიდებლობის მაიდანზე“ შეიკრიბებიან,  „იქ, სადაც ყოველთვის იყო დაცული ღირსება და თავისუფლება”.

„შეიძლება ჩვენს ქუჩებში ბნელა. შეიძლება ჩვენს სახლებში ცივა. ბევრი ცვლილებაა, მაგრამ მათ ვერ შეცვალეს ყველაზე მთავარი. ღირსეულები უნდა ვიყოთ, არ უნდა დავნებდეთ. იმიტომ რომ უკრაინელებს არ სჩვევიათ დანებება, იმიტომ რომ ღირსება და ამიტომ თავისუფლება – აქვთ! ეს უცვლელი რჩება. ყველაფერს გადავლახავთ, გავუძლებთ, გადავრჩებით, გავიმარჯვებთ!“- განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები