რუსეთის თავდაცვითი და შეტევითი შესაძლებლობები კვლავ შეფერხებულია – დიდი ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის როგორც თავდაცვითი, ასევე შეტევითი შესაძლებლობები კვლავ შეფერხებულია საბრძოლო მასალისა და გამოცდილი პერსონალის მწვავე დეფიციტით.

უწყების ცნობით, რუსული ძალები აშენებენ თავდაცვით პოზიციებს, რომლებიც ნაწილობრივ დაკომპლექტებულია ცუდად გაწვრთნილი მობილიზებული რეზერვისტების მიერ სვატოვის სექტორის გარშემო, ლუგანსკის რეგიონში.

როგორც დაზვერვის განახლებაშია ნათქვამი, სვატოვის სექტორი, სავარაუდოდ, ახლა რუსული ძალების უფრო დაუცველი ოპერატიული ფლანგია.

 

მსგავსი თემები