ირანში საპროტესტო აქციების დაწყებიდან 58 ბავშვი მოკლეს

ირანში ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციის აქტივისტების ინფორმაციით, ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების დაწყებიდან, სულ მცირე 58 ბავშვი მოკლეს.

მათივე ცნობით, 16 სექტემბერს დაწყებული საპროტესტო აქციების შემდეგ, ირანში 18 წლამდე ასაკის 46 ბიჭი და 12 გოგონა მოკლეს. დაღუპულებს შორის 8-9 წლის ასაკის ბავშვებიც არიან.

არსებული ინფორმაციით, მხოლოდ გასულ კვირას უსაფრთხოების ძალებმა 5 ბავშვი მოკლეს, მათ შორის 9 დ 13 წლის ორი ბიჭი.

მსგავსი თემები