კოვიდ აფეთქება ჩინეთში – სკოლები სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადადიან

ჩინეთში კოვიდინფიცირების შემთხვევები მნიშვნელოვნად იზრდება, რის გამოც, ქვეყნის დედაქალაქში  რამდენიმე რაიონის სკოლები დღეიდან სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადადიან.

ქვეყანაში კვირას კოვიდინფიცირების 26 824 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც აპრილის პიკს უახლოვდება.

ამასთან, სამხრეთ ქალაქ გუანჯოუში, სადაც თითქმის 19 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ბაიუნის რაიონში ხუთდღიანი „ლოქდაუნი“ გამოცხადდა.

პეკინში კი, მაისის შემდეგ კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ჩაოიანგის რაიონში, სადაც 3.5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, მოსახლეობას შინ დარჩენისკენ მოუწოდეს, სკოლები კი – ონლაინ რეჟიმზე გადავიდნენ. სკოლები დაიხურა ჰაიდიანის, დონჩენგისა და ქსიჩენგის სკოლებშიც.

მსგავსი თემები