,,კელი დეგნანის მიმართ აღმაშფოთებელი კრიტიკა ძირს გამოუთხრის ჩვენს შორის პარტნიორობას”- კარენ დონფრიდი

,,საქართველოში ჩვენი ელჩის, კელი დეგნანის მიმართ აღმაშფოთებელი კრიტიკაა…ეს კრიტიკა ძირს გამოუთხრის ჩვენს შორის პარტნიორობას,”- ამის შესახებ ევროპის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, კარენ დონფრიდმა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც კავკასიაში აშშ-ის პოლიტიკა შეაფასეს.

მისი თქმით, კელი დეგნანი საქართველოში აშშ-ის ფანტასტიკური წარმომადგენელია და  მხარს უჭერს მას.

„ჩვენ ამის შესახებ ვესაუბრეთ საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრს და მიუხედავად იმისა, რომ ეს არიან ჯგუფები, რომლებიც არ არიან მთავრობის ნაწილი, ზოგიერთ მათგანს, რომელიც უაღრესად და არასწორად კრიტიკულია ელჩის მიმართ, აქვს ახლო კავშირები მთავრობასთან და ჩვენ გარკვევით განვაცხადეთ, რომ ეს კრიტიკა ძირს გამოუთხრის ჩვენს შორის პარტნიორობას“, – განაცხადა კარენ დონფრიდმა.

მსგავსი თემები