უკრაინაში რუსეთის აგრესიას  431 ბავშვი ემსხვერპლა

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, რუსეთის აგრესიას  431 ბავშვი ემსხვერპლა, დაშავდა 1266-ზე მეტი.

უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა: დონეცკის რეგიონში – 423, ხარკოვის ოლქში – 264, კიევის ოლქში – 116, ჩერნიგოვის ოლქში – 68, ლუგანსკის ოლქში – 64, მიკოლაევის ოლქში – 77, ხერსონის ოლქში – 64, ზაპოროჟიეს ოლქში -70 ლასტროვის ოლქში – 64.

აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია.

მსგავსი თემები