კანადა უკრაინას 34 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გადასცემს

კანადის თავდაცვის მინისტრის, ანიტა ანანდის განცხადებით, უკრაინას დამატებით, დაახლოებით 34 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარებას გადასცემენ. სამხედრო დახმარების პაკეტი პასუხობს უკრაინის მიერ განსაზღვრულ გადაუდებელ პრიორიტეტებს.

დახმარება მოიცავს: დაახლოებით 5 მილიონი აშშ დოლარი უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის (AFU) კრიტიკული თანამგზავრული სურათების მიწოდების გასაგრძელებლად; 18 მილიონ დოლარზე მეტი დამატებითი, მაღალი გარჩევადობის დრონის კამერებისთვის;  10 მილიონ დოლარამდე დამატებითი ზამთრის აღჭურვილობის უზრუნველსაყოფად AFU-ს მხარდასაჭერად, მათ შორის პორტატული გამათბობლები, თერმული საბნები და საძილე ტომრები კანადური კომპანიებისგან კანადური კომერციული კორპორაციის მეშვეობით.

 

მსგავსი თემები