თავდასხმა პოლიციელზე – ბრიუსელში დანით შეიარაღებულმა პირმა ერთი პოლიციელი მოკლა

ბრიუსელში დანით შეიარაღებული პირი პოლიციელებს თავს დაესხა. შემთხვევა ბრიუსელის რკინიგზის ჩრდილოეთ სადგურთან მოხდა.

მოკლულია ერთი პოლიციელი, დაშავდა  ერთი ადამიანი. პოლიციამ თავდამსხმელს შემთხვევის ადგილზე ცეცხლი გაუხსნა, ის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

„ჩვენი პოლიციის ოფიცრები ყოველდღიურად საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეში აგდებენ, რომ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება უზრუნველყონ. დღევანდელი ტრაგედია ამას კიდევ ერთხელ აჩვენებს“, – წერს ბელგიის პრემიერ-მინისტრი „ტვიტერში“.

თავდამსხმელის მოქმედების მოტივი უცნობია. გამოძიებას ანტიტერორისტული უწყება აწარმოებს.

მსგავსი თემები