უკრაინელებმა 41 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს

პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგ ვიდეომიმართვაში უკრაინელების წარმატებებზე ისაუბრა და აღნიშნა რომ ოკუპანტებისგან გათავისუფლებულია 41 დასახლებული პუნქტი.

„კარგი ამბავი გვაქვს სამხრეთიდან. ათობითაა უკრაინის დროშების რიცხვი, რომლებიც უბრუნდებიან თავიანთ კუთვნილ ადგილს მიმდინარე თავდაცვითი ოპერაციის ფარგლებში. უკვე  41 დასახლებული პუნქტი გათავისუფლდა. მადლობა ყველა ჩვენს გმირს, ვინც მონაწილეობს და უზრუნველყოფს ამ წინსვლას“, – აცხადებს პრეზიდენტი ვიდეომიმართვაში.

მისივე შეფასებით, ეს არის თავისუფლებისთვის გაღებული სიცოცხლე.

„მიუხედავად იმისა, რომ გახარებულები ვართ, უნდა გვახსოვდეს ახლა და სამუდამოდ, რას ნიშნავს ეს წინსვლა, თავდაცვის ძალების ყოველი ნაბიჯი წარმოადგენს უკრაინელების თავისუფლებისთვის გაღებულ სიცოცხლეს. ბოლომდე უნდა გავიაროთ გზა ბრძოლის ველსა და დიპლომატიაში იმისათვის, რომ ჩვენი დროშები, უკრაინის დროშები აღიმართოს მთელ ჩვენს მიწაზე და აღარასოდეს მტრის სამფერი დროშები“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მსგავსი თემები