,,დემოკრატია არის ის, რასაც ჩვენ წარმოვადგენთ”- ჯო ბაიდენი

,,ვიდრე პრესა და ექსპერტები პროგნოზირებდნენ გიგანტურ წითელ ტალღას, ეს არ მოხდა,”- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა. მისი თქმით, არჩევნების დღე კარგი დღე იყო დემოკრატიისთვის და ამერიკისთვის.

„გუშინ გვქონდა არჩევნები და ვფიქრობ, ეს იყო კარგი დღე, დემოკრატიისთვის და ამერიკისთვის. ჩვენმა დემოკრატიამ ბოლო წლებში გამოცდა გაიარა. მაგრამ თავისი არჩევანით, ამერიკელმა ხალხმა თქვა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ დემოკრატია არის ის, რასაც ჩვენ წარმოვადგენთ. ქვეყნის მასშტაბით შტატებში ამომრჩეველთა რეკორდული აქტივობა იყო. ჩვენ არ ვიცით, ჯერ ყველა შედეგი. ვიდრე პრესა და ექსპერტები პროგნოზირებდნენ გიგანტურ წითელ ტალღას, ეს არ მოხდა. ვფიქრობ, რომ ყველაფერი კარგად იქნება, მიუხედავად იმისა, რომ თითოეული დაკარგული მანდატი მტკივნეულია“,- განაცხადა ბაიდენმა.

მსგავსი თემები