,,ბიძინა ივანიშვილისგან არ აგვიღია არც ერთი თეთრი, არც გვჭირდება”- ირაკლი კობახიძე

,,პირდაპირ ვიტყვი, რომ ჩვენ ბიძინა ივანიშვილისგან არათუ არ აგვიღია არც ერთი თეთრი მთელი ამ წლების განმავლობაში, არც გვჭირდება, ჩვენ ვართ თვითკმარი,”– ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ  განაცხადა.

მისი თქმით, პარტიას ჰყოფნისის რესურსები, რომლებსაც  შემოწირულობების გზით როგორც საარჩევნო ისე არასაარჩევნო პერიოდში იღებს.

„არც ერთი თეთრით მას არც პარტია და არც რომელიმე პოლიტიკოსი თუ რომელიმე სხვა სუბიექტი არ დაუფინანსებია. ეს რომ ასე არ იყოს, გამოჩნდებოდა. ჩვენ არც ვიღებთ და არც გვჭირდება ფინანსური რესურსები. აქედან გამომდინარე, გაუგებარია, რა შეიძლება იგულისხმებოდეს ამ გავლენაში. სინამდვილეში, ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ჩვენი პარტია და მთლიანი პოლიტიკური ძალა არის თვითკმარი დაფინანსების კუთხით. საარჩევნო და არასაარჩევნო პერიოდში ჩვენ გვაქვს საკმარისი კერძო დაფინანსება შემოწირულობების სახით, რომელიც არის მთლიანად საკმარისი როგორც არჩევნების, ასევე მიმდინარე ხარჯების დასაფინანსებლად“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

მსგავსი თემები