შონ პენმა ვოლოდიმირ ზელენსკის საკუთარი „ოსკარი“ გადასცა

ამერიკელი რეჟისორი და მსახიობი შონ პენი უკრაინაში ჩავიდა და ქვეყნის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ოსკარის ქანდაკება გადასცა, რომელიც  უკრაინაში ომის დასრულებამდე დარჩება.

აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„ამჯერად, ჩვენი შეხვედრა განსაკუთრებული იყო. შონმა საკუთარი ოსკარი ჩამოგვიტანა, როგორც ჩვენი ქვეყნის გამარჯვების რწმენის სიმბოლო. ოსკარი უკრაინაში გამარჯვებამდე იქნება“, – წერს ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტმა შონ პენს გულწრფელი მხარდაჭერისთვის და მსოფლიოში უკრაინის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

ცნობისთვის, შონ პენი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ უკვე მესამედ ჩავიდა.

მსგავსი თემები