,,აშშ-ის არჩევნებში ვერეოდით, ვერევით და ჩავერევით”- ევგენი პრიგოჟინი

,,აშშ-ის არჩევნებში ვერეოდით, ვერევით და ჩავერევით,” – ამის შესახებ რუსმა ოლიგარქმა ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა. პრიგოჟინი აშშ-ის არჩევნებში ჩარევის გამო სასანქციო სიაშია შეყვანილი და გამოძიების ფედერალური ბიურო მიერ არის ძებნილი.

„მე თქვენ გიპასუხებთ ძალიან დახვეწილად, დელიკატურად და ბოდიშის მოხდით, დავუშვებ გარკვეულ ორაზროვნებას. ბატონებო, ჩვენ ვერეოდით, ვერევით და ჩავერევით. ფრთხილად, სიზუსტით, ქირურგიულად, ჩვენებურად, როგორც ეს ვიცით. ჩვენი წერტილოვანი ოპერაციების დროს მოვკვეთთ ერთდრდოულად ორივე თირკმელს და ღვიძლს“, – ნათქვამია პრიგოჟინის განცხადებაში.

მსგავსი თემები