,,ვიტოვებთ უფლებას, პირდაპირ ვისაუბროთ რუსეთთან რისკის შემცირების საკითხთან დაკავშირებით”- თეთრი სახლი

,,აშშ იტოვებს უფლებას, რისკის შემცირების საკითხზე რუსეთთან პირდაპირ, უმაღლეს დონეზე, ისაუბროს,”- ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კარინე ჟან-პიერმა განაცხადა.

კარინე ჟან-პიერი გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ჯო ბაიდენის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა რუს მაღალჩინოსნებთან მოლაპარაკებები გამართა.

„ვიტოვებთ უფლებას, პირდაპირ ვისაუბროთ უმაღლეს დონეზე იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც შეერთებულ შტატებს აშფოთებს. ეს მოხდა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. ჩვენი საუბრები ფოკუსირებული იყო მხოლოდ რისკის შემცირებასა და აშშ-რუსეთის ურთიერთობებზე“, – განაცხადა კარინე ჟან-პიერმა.

 

მსგავსი თემები