,,რუსი ბარბაროსები ურტყამენ უკრაინის ენერგეტიკას, მაგრამ სახელმწიფო ამ სიბნელეს გაივლის”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,რუსი ბარბაროსები ურტყამენ უკრაინის ენერგეტიკას, მაგრამ სახელმწიფო ამ სიბნელეს გაივლის. გაივლის სიმამაცით და ღირსეულად, გულში სინათლით,” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისივე თქმით, რაინელისთვის მთავარი სინათლე სამშობლოა და ამიტომ უკრაინა გაიმარჯვებს ომში.

„იოლი დღე არ არის. რუსი ბარბაროსები ურტყამენ უკრაინის ენერგეტიკას, მაგრამ სახელმწიფო ამ სიბნელეს გაივლის. გაივლის სიმამაცით და ღირსეულად, გულში სინათლით. მთავარია შევინარჩუნოთ სინათლე გულში, ყველას საკუთარი სინათლე გვაქვს. ვიღაცისთვის ეს არის მამა ფრონტზე, ვიღაცისთვის მეგობარი, ვიღაცისთვის საყვარელი ადამიანი, ვიღაცისთვის პირველი პაემანი“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

მსგავსი თემები