,,დამპყრობლები აგრძელებენ უკრაინის კულტურული მემკვიდრეობის განადგურებას დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე”- გენშტაბი

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით,  დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რუსი ოკუპანტები უკრაინის კულტურული მემკვიდრეობის განადგურებას აგრძელებენ.

„დამპყრობლები აგრძელებენ უკრაინის კულტურული მემკვიდრეობის განადგურებას დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ძარცვავენ მუზეუმებს და წვავენ უკრაინულ ენაზე დაბეჭდილ ლიტერატურას და სახელმძღვანელოებს“, – ნათქვამია გენშტაბის განცხადებაში.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, 2022 წლის სექტემბრის ბოლოს, კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის სამინისტრომ რუსეთის მიერ უკრაინის კულტურული მემკვიდრეობის წინააღმდეგ ჩადენილი ომის დანაშაულის 500-ზე მეტი შემთხვევის დოკუმენტირება მოახდინა. მათივე ცნობით, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებიც კი განადგურების საფრთხის ქვეშაა.

მსგავსი თემები