,,ამ არარაობებსა და კრიმინალებზე დრო არ უნდა დავხარჯოთ”- თორნიკე რიჟვაძე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ხელვაჩაურის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მიერ თანამდებობისა და პარტიის დატოვებას ეხმაურება.

„ამ არარაობებსა და კრიმინალებზე დრო არ უნდა დავხარჯოთ, თუმცა ფუნდამენტური კითხვაა, ვინ იქნება შემდეგი“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ცნობისთვის, ხელვაჩაურის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ მალხაზ თავდგირიძემ თავმჯდომარის პოსტი და პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა. მისი თავდგირიძის განცხადებით, თანამდებობის დატოვების მიზეზი  შანტაჟი გახდა, რომელსაც მის მიმართ თანაპარტიელები და პარტიის ადგილობრივი ლიდერები ახორციელებდნენ.

მსგავსი თემები