,,ვმუშაობთ რეზოლუციაზე, რომელიც უზრუნველყოფს რუსეთის აქტივების ხარჯზე კომპენსაციის მიღებას”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, გაერო-ში წარსადგენი რეზოლუციის ახალ პროექტზე მუშაობს, რომელიც უზრუნველყოფს რუსეთის აქტივების ხარჯზე კომპენსაციის მიღებას.

„გავმართე შეხვედრა გაერო-ს სტრუქტურებში ჩვენი რეზოლუციის პროექტის შემუშავების შესახებ კომპენსაციის მექანიზმის შექმნის თაობაზე, რომელიც უზრუნველყოფს რუსეთის აქტივების ხარჯზე კომპენსაციის მიღებას, ამ ომის შედეგად მიყენებული ყველა ზიანისთვის. ტერორისტული სახელმწიფო აუცილებლად გადაიხდის ყველაფრისთვის, რაც ჩაიდინა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა უკრაინის პარტნიორებს, რომლებიც მათ დახმარებას უწევენ ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საკითხებში.

 

 

მსგავსი თემები