„მზად ვართ, ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ავიღოთ“ – უმრავლესობა ოპოზიციას ისევ მაგიდასთან ეპატიჟება

„ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა დასრულდა როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მმართველი გუნდი საკუთარ წილ პასუხისმგებლობას იღებს და ოპოზიციას დიალოგის ფორმატში ეპატიჟება.

„უმრავლესობა იმ აზრზეა, რაც მთელი ამ დღეების განმავლობაში ხმოვანდებოდა და ეს  ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, მეგობრების, მთავარი სტრატეგიული მეგობარი ქვეყნის ოფიციალურ პოზიციას ემთხვევა. ალტერნატივა არ აქვს, არც დიალოგს, არც მოლაპარაკებას და არც კანონის უზენაესობას.  ამით ყველაფერია ნათქვამი. ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით და ახლაც მზად ვართ, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან ვიყოთ. ჩვენ არსად წავსულვართ“ – განაცხადა მდინარაძემ ჟურნალისტებთან.  

მისივე თქმით, მმართველი გინდა მზადაა, საკუთარი წილი და უფრო მეტი პასუხისმგებლობა აიღოს იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანამ განაგრძოს დემოკრატიული, სტაბილური განვითარება და არ იყოს შეფერხება ვინმეს პროვოკაციული მოქმედებების გამო.

მსგავსი თემები