,,რუსეთმა ბირთვული შეიარაღების გამოყენებაზე არც უნდა იფიქროს”- აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი

,,რუსეთმა ბირთვული შეიარაღების გამოყენებაზე არც უნდა იფიქროს,”- ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა.

„უკრაინაში ბრძოლის ველზე ბირთვული იარაღის გამოყენება არის უკრაინაში ბრძოლის ველზე ბირთვული იარაღის გამოყენება და ჩვენ არ ვაპირებთ ის დავჭრათ ნაწილებად, როგორც ძეხვი. ფიქრიც კი, რომ ბირთვული იარაღის გამოყენება შეიძლება, სხვადასხვა ტიპებად დავყოთ, საშიშია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ აშშ-მა, მისმა მოკავშირეებმა ნატო-ში და სხვა პასუხისმგებლიანმა ქვეყნებმა, მათ შორის ინდოეთმა და ჩინეთმა, უნდა გააგებინონ რუსეთს, რომ ამ კონფლიქტში ბირთვული იარაღის გამოყენებაზე არც უნდა იფიქროს“, – განაცხადა სალივანმა.

მსგავსი თემები