რუსმა ოკუპანტებმა კიევი ირანული კამიკაძე დრონებით დაბომბეს

რუსმა ოკუპანტებმა კიევი ირანული კამიკაძე დრონებით დაბომბეს, აფეთქებების ხმა უკრაინის დედაქალაქში კვლავაც ისმის. ქალაქის მერი ვიტალი კლიჩკო მოსახლოებას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებს.

კლიჩკოს ინფორმაციით, აფეთქებები შევჩენკოს რაიონში მოხდა. შედეგად ერთ-ერთ შენობაში გაჩნდა ხანძარი. ადგილზე მობილიზებულები არიან საგანგებო სიტუაციების სამსახურები.

ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კამიკაძე დრონები შენიშნეს კიევის ოლქის სხვადასხვა დასახლებაში. მათი ნაწილი უკრაინელმა სამხედროებმა ჩამოაგდეს. უპილოტო საფრენი აპარატები შეამჩნიეს ჩერკასკის ოლქშიც.

თვითმხილველების ცნობით, ასევე აფეთქებების ხმა ისმის ოდესაში, ქალაქში საჰაერო განგაშის სიგნალი ისმოდა.

 

მსგავსი თემები