კიევში აფეთქებების ხმა ისმის

კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, კიევში აფეთქებების ხმა ისმის. მისივე ცნობით, რამდენიმე აფეთქება კიევის ცენტრში, შევჩენკოვის რაიონში მოხდა და ყველა საქალაქო სამსახური ადგილზე იმყოფება.

„რამდენიმე აფეთქება მოხდა შევჩენკოვის რაიონში – დედაქალაქის ცენტრში. დეტალები მოგვიანებით“, – წერს კლიჩკო „ტელეგრამზე“.

 უკრაინული მედიის ინფორმაციით, დედაქალაქში სამი აფეთქება მოხდა.

მსგავსი თემები