რუსეთის ძალებმა ზაპოროჟიეზე სარაკეტო იერიში მიიტანეს – დაიღუპა 11 ადამიანი. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის 25 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა.
მათივე ცნობით, ერთ-ერთ მისამართზე, ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან 8 გარდაცვლილი ამოიყვანეს, 6 ადამიანი გადაარჩინეს, აქედან 5 ჰოსპიტალიზებულია.
ოთხსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან 3 გარდაცვლილი ამოასვენეს, 15 ადამიანი გადაარჩინეს, მათგან 8 საავადმყოფოში გადაიყვანეს.