უკრაინელმა სამხედროებმა კიდევ ერთი დასახლება გაათავისუფლეს

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის მიმართულებით კიდევ ერთი დასახლება გაათავისუფლა.

,,ჯარისკაცები კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ უკრაინის ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია და ანექსია დარჩება მხოლოდ ქაღალდზე და ოკუპანტების გონებაში” – აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

უწყების ცნობით, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ უკრაინულ მიწაზე უკვე ფრიალებს ლურჯი-ყვითელი დროშა.

 

მსგავსი თემები