პუტინმა სახელმწიფო დუმაში ე.წ. ახალი სუბიექტების მიღების ხელშეკრულებები რატიფიკაციისთვის წარადგინა

დღეს, 3 ოქტომბერს,  რუსეთის დუმა უკრაინის ტერიტორიების ანექსიის კანონპროექტებს განიხილავს.  ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო დუმაში ე.წ. ახალი სუბიექტების მიღების ხელშეკრულებები რატიფიკაციისთვის წარადგინა.

დოკუმენტის თანახმად, 2023 წლის 1 ივნისამდე “ახალ რესპუბლიკებსა” და ოლქებში ჩამოყალიბდება აღმასრულებელი ტერიტორიული ორგანოები, მიმოქცევაში იქნება რუბლი თუმცა 31 დეკემბრამდე დაშვებული იქნება უკრაინული გრივნას მოხმარებაც. ასევე “ახალი რესპუბლიკების” შეიარაღებული ძალები რუსეთის არმიას შეუერთდება.

დოკუმენტის თანახმად, ე.წ. „საერთაშორისო ხელშეკრულებები“, სხვა საკითხებთან ერთად, აზუსტებს ახალი რეგიონების „საზღვრებს“. დოკუმენტების თანახმად, „ორი რესპუბლიკისა და ორი რეგიონის საზღვრები განისაზღვრება საზღვრებით, რომელიც არსებობდა მათი დაარსების დღეს და რუსეთთან შეერთების დღეს“.

მსგავსი თემები