რუსეთმა ზაპოროჟიესთან სამოქალაქო ჰუმანიტარული კოლონა დაბომბა – არის მსხვერპლი

ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრ სტარუხის ინფორმაციით, დღეს დილით რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიესთან სამოქალაქო ჰუმანიტარული კოლონა დაბომბეს. მისი ცნობით, არიან დაღუპულები და დაშავებულები.

„ადამიანები რიგში იდგნენ, რომ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესულიყვნენ, რათა ახლობლები წამოეყვანათ და დახმარება მიეტანათ“, – წერს სტარუხი.

მელიტოპოლის მერის, ივან ფედოროვის განცხადებით, დაშავებულებს შორის მელიტოპოლის მცხოვრებლებიც არიან.

„ჯერჯერობით შეუძლებელია დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვის დათვლა“, – წერს ფედოროვი.

მსგავსი თემები