უკრაინის გენშტაბი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​ ჯარისკაცი – დაახლოებით 59 080; ​ტანკი – 2 338; ჯავშანტექნიკა – ​4 932; საარტილერიო სისტემა – 1 391; სარაკეტო სისტემა – 333; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 176; თვითმფრინავები – 264; ვერტმფრენი – 225; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 1 003; საკრუიზო რაკეტები – 246; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 3 768; გემი/ნავი/კატარღა – 15; სპეციალური აღჭურვილობა – 131.

აღნიშნული მონაცემები 24 თებერვლიდან 30 სექტემბრამდე პერიოდს მოიცავს.

მსგავსი თემები