,,დასავლეთი ცდილობს აღადგინოს ძველი კონფლიქტები, შექმნას ახალი პრობლემები და კრიზისები”- ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი დასავლეთს ძველი კონფლიქტების აღდგენასა და  ახალი კრიზისების შექმნაში ადანაშაულებს. ამის შესახებ პუტინმა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე  განაცხადა.

მისივე თქმით, ეს კეთდება იმისთვის, რომ არ მოხდეს უფრო სამართლიანი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბება.

,,ჩვენი გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგეები, ჩვენი ოპონენტები, როგორც ახლახანს ვთქვით, თავიანთი მიზნების შესაბამისად, მზად არიან დარტყმა მიაყენონ ყველას, ნებისმიერს, ნებისმიერ ქვეყანას, გადააქციონ ის კრიზისის ეპიცენტრად, მოაწყონ ფერადი რევოლუცია და გააჩაღონ სისხლიანი ხოცვა-ჟლეტა. ეს ყველაფერი არაერთხელ გვინახავს, ეს კეთდება იმისთვის, რომ არ მოხდეს უფრო სამართლიანი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბება. დასავლეთი ცდილობს აღადგინოს ძველი კონფლიქტები, შექმნას ახალი პრობლემები და კრიზისები. ერთპოლარული ჰეგემონია უმოწყალოდ იშლება. ეს არის ობიექტური რეალობა, რომეთან შეგუებაზე დასავლეთი კატეგორიულად უარს ამბობს”, – განაცხადა პუტინმა.

მსგავსი თემები