„შეერთებული შტატები არასოდეს, არასოდეს, არასოდეს აღიარებს რუსეთის პრეტენზიებს უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე“ – პრეზიდენტი ბაიდენი  

აშშ-ის პრეზიდენტი პუტინის მიერ უკრაინის ტერიტორიებში „რეფერენდუმის“ ჩატადებას და შემდეგ დამოუკიდებელ ტერიტორიებად აღიარებას გმობს და აცხადებს, რომ აშშ უკრაინის ტერიტორიებზე რუსეთის პრეტენზიებს არასდროს აღიარებს.

„მსურს, ვიყო ძალიან მკაფიო აღნიშნული საკითხის მიმართ. ჩვენ  არასოდეს, არასოდეს, არასოდეს ვაღიარებთ რუსეთის პრეტენზიებს უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე. ჩატარებული „რეფერენდუმი“ იყო ყალბი, ტყუილი. შედეგები მომზადდა მოსკოვში. უკრაინელი ხალხის ჭეშმარიტი ნება ვლინდება ყოველდღიურად, რამდენადაც ისინი სიცოცხლეს სწირავენ თავიანთი ხალხის გადასარჩენად და ქვეყნის დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად, ასევე თავისუფლების დასაცავად. რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე, პუტინის იმპერიული ამბიციების განსახორციელებლად, არის გაერო-ს წესდების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ძირითადი პრინციპების უხეში დარღვევა“, – აცხადებს პრეზიდენტი ბაიდენი.

პუტინმა ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიები დამოუკიდებელ ტერიტორიებად აღიარა

მსგავსი თემები