გაერო რუსეთს აფრთხილებს

რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიების ანექსიასთან დაკავშირებით გაეროს გენერალური მდივანი განცხადებას ავრცელებს. როგორც  ანტონიო გუტერეში აცხადებს, უკრაინის რეგიონების ანექსია „საშიში ესკალაცია” იქნება.

“უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების ანექსიის ნებისმიერ გადაწყვეტილებას არ ექნება იურიდიული ღირებულება და დაგმობას იმსახურებს”, – აღნიშნა გუტერეშმა.

მისივე თქმით, ანექსია ხელს შეუშლის შესაძლებლობას, მიაწოდონ  სიცოცხლის გადამრჩენი დახმარება უკრაინაში და მის ფარგლებს გარეთ.

ინფორმაციისთვის, პუტინმა „რეფერემდუმის“ შედეგები ოფიციალურად აღიარა და ოკუპირებული რეგიონები დამოუიდებლად გამოაცხადა.

პუტინმა ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიები დამოუკიდებელ ტერიტორიებად აღიარა

მსგავსი თემები