პუტინმა ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიები დამოუკიდებელ ტერიტორიებად აღიარა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა  ხელი მოაწერა განკარგულებას უკრაინის ოკუპირებული ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების „დამოუკიდებელ“ ტერიტორიებად აღიარებასთან დაკავშირებით.

„საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ მიღებული პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად, ხალხთა თანაბარი უფლებებისა და თვითგამორკვევის პრინციპის აღიარებითა და დადასტურებით, რომელიც გათვალისწინებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებაში, ხერსონის რეგიონის ხალხის მიერ, „რეფერენდუმზე“ გამოხატული ხალხის ნების გათვალისწინებით, რომელიც გაიმართა 2022 წლის 27 სექტემბერს, ვადგენ: აღიარებულ იქნას ხერსონის ოლქის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

ანალოგიური დოკუმენტი გამოქვეყნდა ზაპოროჟიეს ოლქის „დამოუკიდებლად“ აღიარებასთან დაკავშირებითაც.

 

მსგავსი თემები