„კავკასიელო ხალხო, უკრაინაში არ უნდა დაიღუპოთ”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,დაიცავით თქვენი თავისუფლება ქუჩებსა და მოედნებზე, რათა მოგვიანებით არ მოგიწიოთ ბრძოლა მთებსა და ტყეებში უბრალოდ თქვენი სიცოცხლის უფლების დასაცავად,”- ამ სიტყვებით უკრაინის პრეზიდენტი კავკასიაში, ციმბირსა და რუსეთის ფედერაციის სხვა რეგიონებში მცხოვრებ ერებს მიმართავს. ზელენსკის თქმით, მათ არ აქვთ ვალდებულება ემსახურონ პუტინს.

„კავკასიელო ხალხო, რუსეთის ტერიტორიაზე მცხოვრებო ყველა ერო – თქვენ არ გაქვთ მიზეზი, იყოთ იმ მრავალთა შორის, ვინც ჯერ კიდევ ემსახურება მას, ერთადერთს, ვისაც ეს ომი უნდა. უკრაინაში არ უნდა დაიღუპოთ. თქვენი ვაჟები არ უნდა დაიღუპონ უკრაინაში. თქვენ არ გაქვთ ასეთი ვალდებულება, არც თქვენი მამების წინაშე, არც თქვენი შვილების წინაშე, არც თქვენი მომავლის წინაშე, არც თქვენი ქვეყნის მომავლის წინაშე და თქვენ ეს იცით. ჩვენ ვხედავთ, რომ თქვენ წინააღმდეგობას უწევთ კრიმინალურ მობილიზაციას, რომლითაც რუსეთის ხელისუფლებას სურს, გადაფაროს მათი წარუმატებლობა, მათი არმიის წარუმატებლობა, მათი კრიმინალური ბრძანებები“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

მსგავსი თემები